თავში

ლიბიამ თურქეთს სამხედრო დახმარება ოფიციალურად სთხოვა

ლიბიამ თურქეთს სამხედრო დახმარება ოფიციალურად სთხოვა
ლიბიამ თურქეთს სამხედრო დახმარება ოფიციალურად სთხოვა

საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილმა ლიბიის მთავრობამ თურქეთს სამხედრო დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ Reuters წერს.

ლიბიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლის განცხადებით, ანკარაში გაგზავნილი ოფიციალური თხოვნა მიუთითებს, რომ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დონეზე, ლიბიას თურქეთის დახმარება სჭირდება.

გუშინ ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ლიბია თურქეთს დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართავს. მანამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიაში ჯარის შეყვანის მოთხოვნის პარლამენტში წარდგენას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system