თავში

ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

​ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო
ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

მიგრანტების რიცხვის ზრდის გამო, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, ლიეტუვა აცხადებს, რომ სრულად გაუვალი ბარიერის აშენება, დიდი ალბათობით, შეუძლებელი იქნება.

"შესაძლოა, ეს ბარიერიც გადალახონ, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება და ჩვენ რეაგირების დრო გვექნება", – განაცხადა ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვირგილიუს რაუგალემ.

ცნობისთვის წელს ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარი უკანონოდ 4200-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა, რომელთა უმეტესობა ერაყელი იყო.

ლიეტუვის ხელისუფლება არალეგალური მიგრაციის ნაკადებს ლუკაშენკოს რეჟიმის ჰიბრიდულ აგრესიას უკავშირებს.

30 სექტემბერს ბელარუსთან საზღვრის ლიეტუვის მხარეს ფიზიკური ბარიერის აღმართვა დაიწყო, რომელმაც ევროკავშირში უკანონო მიგრანტების ნაკადი უნდა შეაჩეროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system