თავში

ლუკაშენკო ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა

ლუკაშენკო ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა
ლუკაშენკო ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დედაქალაქში გამართულ ხელისუფლების მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა. პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდამჭერები ქვეყნის დასაცავად შეკრიბა და არა საკუთარი კანდიდატურის მხარდასაჭერად. 

"მე არ მსურდა თქვენი მოეედანზე შეკრება, ვინაიდან თქვენ ბევრი საქმე გაქვთ... მახსოვს, 90-იანი წლები. აქ ხალხი ქვაბებით იყო მოსული, ისინი საკვებს და ბავშვების გამოკვებას ითხოვდნენ. მე არ ვარ მიტინგების მომხრე, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის რომ აქ დასახმარებლად შეგკრიბეთ... მიმოიხედეთ გარშემო: ტანკები და თვითმფრინავები ჩვენი საზღვრებიდან 15 წუთის სავალზე არიან... ნატოს ჯარები გარს ახვევიან ჩვენს კარიბჭეს... დასავლეთის საზღვრებზე  სამხედრო ძალის მობილიზება მიმდინარეობს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების იდეას არ იზიარებს.

"ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და, სამწუხაროდ, ჩვენი მშობლიური უკრაინა და მისი ხელმძღვანელობა მოგვიწოდებენ რომ ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ. თუ მათ მითითებებს მივყვებით  ჩვენს საჰაერო ხომალდს ვეღარასოდეს გავააქტიურებთ და როგორც სახელმწიფო, როგორც ხალხი, როგორც ერი დავიღუპებით", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის დედაქალაქში ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერად დაახლოებით 2,000 ადამიანი შეიკრიბა.

პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, მინსკში კიდევ ერთი, ანტისამთავრობო აქციაა დაგეგმილი, რომელიც უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს.

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system