თავში

ლუკაშენკო: საჭიროა პუტინთან დაკავშირება, აქციები მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის

ლუკაშენკო: საჭიროა პუტინთან დაკავშირება, აქციები მხოლოდ ბელარუსის სა
ლუკაშენკო: საჭიროა პუტინთან დაკავშირება, აქციები მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გასაუბრება სურს, ვინაიდან ბელარუსში არსებული საპროტესტო გამოსვლები საფრთხეს მხოლოდ ბელარუსისთვის არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

”საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლავე ვისაუბრო მას, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელორუსის საფრთხე აღარ არის... დღეს ბელარუსის დაცვა, მთელი სამოკავშირეო სახელმწიფოს სივრცის, ერთიანი სახელმწიფოს დაცვას ნიშნავს, - განაცხადა ლუკაშენკომ

ცნობისთვის, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 80,1% - ით გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი ხმათა 10,12% მიიღო.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system