თავში

მეჰრიბან ალიევამ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო

მეჰრიბან ალიევამ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო
მეჰრიბან ალიევამ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო

აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

”დღეს  ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 98 წელი გავიდა. ის იყო დიადი პიროვნება, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მშობლიურ აზერბაიჯანს მიუძღვნა. მას მუდამ   სამშობლოსა და საკუთარი ხალხის მიმართ უზომო სიყვარული ამოძრავებდა. მას სურდა, რომ ხალხს დამოუკიდებელ, წარმატებულ და ძლიერ აზერბაიჯანში ბედნიერად ეცხოვრა. 

ჰეიდარ ალიევი ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი იდეები დღემდე ცოცხლობს, მისი გეგმები კვლავ ხორციელდება. რაც მთავარია, აღსრულდა მისი სანუკვარი სურვილი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის მეთაურობით, დავიბრუნეთ ჩვენი მიწები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო", - წერს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system