თავში

მელბურნში აქციების ფონზე ვაქცინაციის ცენტრი დროებით დაიხურა

​მელბურნში აქციების ფონზე ვაქცინაციის ცენტრი დროებით დაიხურა
მელბურნში აქციების ფონზე ვაქცინაციის ცენტრი დროებით დაიხურა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ვაქცინაციის ცენტრი დროებით დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC ავრცელებს.

დემონსტრანტები ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცენტრი ორშაბათამდე დაიხურება.

შეგახსენებთ, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მშენებარე ობიექტები დაიხურა, მას შემდეგ რაც მშენებლებმა კორონაცირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტეს.

ახალი რეგულაციებით, 23 სექტემბრიდან სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, რაც პროტესტის მიზეზი გახდა.

პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system