თავში

მერკელის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

მერკელის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქ
მერკელის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით COVID-19-ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავდება, მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ განცხადება გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე, Frankfurter Allgemeinen Zeitung-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თაანხმადაც, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებისთვის 7,5 მილიარდი ევრო გამოყვეს.

ორშაბათს, 4 მაისს, ევროკომისიის მოწვევით, გაიმართება დონორი ქვეყნების კონფერენცია, რომლის დროსაც კორონავირუსთან ბრძოლის საკითხები იქნება განხილული. მერკელის განცხადებით, გერმანია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ვაქცინა, სამკურნალო მედიკამენტები და დიაგნოსტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

მერკელის თქმით, დაახლოებით რვა მილიარდი ევრო ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ვაქცინის შესამუშავებლად. გერმანია "მნიშვნელოვან ფინანსურ წვლილს შეიტანს" ამ საქმეში, ხაზგასმით აღნიშნა მან. კანცლერი მკაფიოდ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ამ საქმიანობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ სამთავრობო უწყებები, არამედ კერძო ფონდები, მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები, ასევე CEPI-ის და GAVI -ის ალიანსები. 

"გერმანია ასევე აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმო-სთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღნიშნულ საკითხში", - დასძინა მერკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system