თავში

მერკელის პარტიამ ახალი ლიდერის არჩევნები კორონავირუსის გამო გადადო

​მერკელის პარტიამ ახალი ლიდერის არჩევნები კორონავირუსის გამო გადადო
მერკელის პარტიამ ახალი ლიდერის არჩევნები კორონავირუსის გამო გადადო

გერმანიის მმართველმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირმა კორონავირუსის პანდემიის გამო ყრილობა გადადო, რომელზეც პოლიტიკური ძალის ახალი ლიდერი უნდა აერჩიათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო DPA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარტიული ყრილობა 25 აპრილს უნდა გამართულიყო. ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

10 თებერვალს გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ მომავალში კანცლერის თანამდებობაზე პრეტენზია აღარ ექნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system