თავში

მერკელსა და ტრამპს შორის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის თაობაზე უთანხმოება წარმოიშვა

მერკელსა და ტრამპს შორის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის თაობაზე უთანხმოებ
მერკელსა და ტრამპს შორის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის თაობაზე უთანხმოება წარმოიშვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. 

"სატელეფონო საუბრის დროს მერკელსა და ტრამპს შორის დიდი უთანხმოება წარმოიშვა NATO-ს, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის პროექტისა და ჩინეთთან დაკავშირებული საკითხების შესახებ", - ნათქვამია გაზეთ Politico-ს განცხადებაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანდო წყაროს ეყრდნობა.

მილსადენის პროექტი გულისხმობს ბალტიის ზღვის ფსკერზე ორი მილსადენის მშენებლობას რუსული სანაპიროდან გერმანიამდე.

პროექტს მრავალი სახელმწიფო დაუპირისპირდა, კერძოდ, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და აშშ. კიევს ეშინოდა რუსული გაზების ტრანზიტის შედეგად შემოსავლის დაკარგვის, ვაშინგტონი დაინტერესებულია საკუთარი LNG-ის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციით.

2019 წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა გაზსადენის კომპანიებზე. გერმანიამ გააკრიტიკა ვაშინგტონი ამ ნაბიჯის გამო. ბერლინმა აღნიშნა, რომ იგი "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ეკონომიკურ პროექტად მიიჩნევს და უარყოფს სანქციებს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, თეთრ სახლში დაგეგმილ, "დიდი შვიდეულის" სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არის ორგანიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

"ფედერალური კანცლერი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს ივნისის ბოლოს ვაშინგტონში "დიდი შვიდეულის" სამიტზე მოწვევისთვის. ამ დროისათვის, პანდემიასთან დაკავშირებული, ზოგადი სიტუაციის გამო, იგი (მერკელი) პირადად მონაწილეობის მიღებაზე ვერ დათანხმდება და ვაშინგტონში ვერ გაემგზავრება", - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფან ზაიბერტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system