თავში

მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის - Pfizer

მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის​ - Pfizer
მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის - Pfizer

კომპანია Pfizer-ის წარმომადგენელთა განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზა დელტა ვარიანტის გამანეიტრალებელ ტიტრებს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ, 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში ანტისხეულების რაოდენობა 5-ჯერ იზრდება, ხოლო 65-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებში კი 11-ჯერ. 

აშშ-ში, რომელიც ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ინფიცირების ახალი შემთხვევების 83% სწორედ დელტა ვარიანტზე მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system