თავში

მიანმარში აშშ-ის კულტურული ცენტრი დაბომბეს

მიანმარში აშშ-ის კულტურული ცენტრი დაბომბეს
მიანმარში აშშ-ის კულტურული ცენტრი დაბომბეს

მიანმარში, ქალაქ იანგონში, აშშ-ის კულტურული ცენტრი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შენობაზე თავდასხმა დაადასტურა შეერთებული შტატების საელჩომაც. 

ამას გარდა, მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა 27 მარტს სულ მცირე 60 დემონსტრანტი მოკლეს.

ქალაქ იანგონში, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებები მოხდა ასევე მანდალაიში, ლაშიოში და ბაგოს რეგიონში.

აქციების დარბევების პარალელურად, მიანმარში სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს და არჩევნების ჩატარების პირობა დადეს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. მიანმარის ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system