თავში

მიშელ ბაჩელეტი ჯორჯ ფლოიდის საქმეზე გამოტანილ ვერდიქტს გამოეხმაურა

მიშელ ბაჩელეტი ჯორჯ ფლოიდის საქმეზე გამოტანილ ვერდიქტს გამოეხმაურა
მიშელ ბაჩელეტი ჯორჯ ფლოიდის საქმეზე გამოტანილ ვერდიქტს გამოეხმაურა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი ოთხშაბათს, 21 აპრილს, მიესალმა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელის დასჯას და აშშ-ის დისკრიმინაციული პოლიტიკის ნარჩენების "ამოძირკვისკენ" მოუწოდა. ამის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, სასამართლოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება უბრალოდ სამართლიანობაზე დაცინვა იქნებოდა.

”დისკრიმინაციული პოლიტიკის და მათ შორის მონათმფლობელობის მემკვიდრეობა, ისევე როგორც კოლონიალიზმის ნარჩენები საბოლოოდ, უნდა აღმოიფხვრას რასობრივი სამართლიანობისა და თანასწორობის მისაღწევად”, - განაცხადა ბაჩელეტმა. 

გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დაუსჯელობის პრობლემაზე. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში საპოლიციო რეფორმები არასაკმარისია ქვეყანაში აფროამერიკელების მიმართ დისკრიმინაციის შესაჩერებლად. 

ცნობისთვის, მინესოტას სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი დამნაშავედ ცნო აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system