თავში

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე განაჩენი გამოტანილია
ჯორჯ ფლოიდის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 45 წლის შოვინი სამივე ბრალდებაში (მეორე ხარისხის მკვლელობა, მესამე ხარისხის მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა) დამნაშავედ ცნო და მას 40 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დააკავეს, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system