თავში

მომავალ პანდემიებთან გასამკლავებლად უკეთ ვართ მომზადებულები - ჯანმო

მომავალ პანდემიებთან გასამკლავებლად უკეთ ვართ მომზადებულები - ჯანმო
მომავალ პანდემიებთან გასამკლავებლად უკეთ ვართ მომზადებულები - ჯანმო

"ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევებისა და ვაქცინის შემუშავებაში მიღწეული წარმატებების წყალობით,  ახლა უკეთ ვართ მომზადებულები, მომავალ პანდემიებთან გასამკლავებლად", - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე მოსახლეობის დიდი რაოდენობის ვაქცინაცია პანდემიის დაძლევის თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თამაშობს.

"დღეს ჩატარებული ვაქცინაციით,  ხვალინდელ მსოფლიოს ერთმანეთთან უფრო აახლოებთ.  ვაქცინა გვაახლოებს იმ სამყაროსთან, სადაც თავისუფლად არის შესაძლებელი მოგზაურობა" , - ვკითხულობთ ჯანმოს განცხადებაში. 

გაცნობებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდზე მეტი დოზა გაკეთდა.

Bloomberg-ის ცნობით, თუ აცრის ტემპი დღეში საშუალოდ 18,5 მილიონ დოზამდე გაიზრდება, მსოფლიო მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას კიდევ 19 თვე დასჭირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system