თავში

მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მამაკაცმა რამდენიმე მძევალი აიყვანა - VIDEO - განახლებულია

მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მამაკაცმა რამდენიყვანა - VIDEO - განახლებულია
მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მამაკაცმა რამდენიმე მძევალი აიყვანა - VIDEO - განახლებულია

მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მამაკაცმა სულ მცირე ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დამნაშავეს თან აქვს ყვითელი ჩანთა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობაა მოთავსებული. თავდამსხმელი დაწესებულების ადმინისტრაციისგან გამოსასყიდის სახით, დიდი ოდენობის თანხას ითხოვს.

”დამნაშავე მძიმე ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დიდი თანხა სჭირდება ალფა ბანკის ადმინისტრაციისგან. წინასწარი მონაცემებით, ის კურიერად მუშაობს”, - განაცხადა სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას.

ამ დორისათვის, სპეცოპერაციის შედეგად პირი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მძევლად რამდენიმე პირი აიყვანა, დააკავეს.

სპეცოპერაციის დროს ბანკში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system