თავში

მოსკოვში მოქალაქეთა გადაადგილება ციფრული სისტემით გაკონტროლდება

მოსკოვში მოქალაქეთა გადაადგილება ციფრული სისტემით გაკონტროლდება
მოსკოვში მოქალაქეთა გადაადგილება ციფრული სისტემით გაკონტროლდება

მოსკოვში, 15 აპრილიდან ამოქმედდება სპეციალური ციფრული სისტემა, რომელიც ადამიანების გადაადგილების კონტროლს უზრუნველყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ მოსკოვის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სპეციალურ ვებგვერდზე მოქალაქეებმა უნდა დააფიქსირონ, რომ გარეთ გასვლა სურთ და მიიღონ სპეციალური ნებართვა. ნებართვის მისაღებად მოქალაქემ უნდა დააკონკრეტოს, რატომ აპირებს გარეთ გასვლას, სამსახურში წასვლის, ექიმთან ვიზიტის თუ სხვა მიზნებით. ასევე მოქალაქემ ვებგვერდზე უნდა შეავსოს პირადი მონაცემები და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ, რომლითაც გადაადგილებას აპირებს.

რუსეთში,ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1355 - მოსკოვში ფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system