თავში

მოსწავლე კოლონიაში საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო მოხვდა

​მოსწავლე კოლონიაში საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო მოხვდა
მოსწავლე კოლონიაში საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო მოხვდა

აშშ-ში 15 წლის შავკანიანი გოგონა, სახელად გრეისი, არასრულწლოვანთა კოლონიაში საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების დამოუკიდებელი ორგანიზაცია ProPublica Illinois ავრცელებს.

მანამდე ის ძალადობის გამოყენებით ქურდობის ფაქტზე იყო ნასამართლევი, თუმცა მას საპატიმრო სასჯელი არ გამოუტანეს და სოციალური სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.

პანდემიის დროს, როდესაც ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, გრეისი გაკვეთილებში მონაწილეობას არ იღებდა და საშინაო დავალებას არ ასრულებდა. შედეგად სასამართლომ პირობითი სასჯელი საპატიმროთი შეცვალა.

მოძრაობა Black Lives Matter აქციების ფონზე, ეს საქმე საზოგადოებაში ძალიან რეზონანსული გახდა. გრეისის გათავისუფლების მოთხოვნით მიჩიგანის შტატის კანონმდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან.

ამერიკაში პოლიციის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯონ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მთელი აშშ-ისა და მის ფარგლებს გარეთ ანტირასისტული საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების მთავარი ლოზუნგი იყო Black Lives Matter. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system