თავში

მსოფლიო კონფლიქტის შედეგად დევნილთა რიცხვმა 48 მილიონს მიაღწია - გაერო

​მსოფლიო კონფლიქტის შედეგად დევნილთა რიცხვმა 48 მილიონს მიაღწია - გაერ
მსოფლიო კონფლიქტის შედეგად დევნილთა რიცხვმა 48 მილიონს მიაღწია - გაერო

მსოფლიოში კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 48 მილიონს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში, სესილია ხიმენეს-დამარიმ მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”შეიარაღებული კონფლიქტისა და ძალადობის გამო მსოფლიოში დევნილთა რიცხვმა 48 მილიონს მიაღწია, ოდესმე დაფიქსირებულიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახდა,” - განაცხადა სპეციალურმა მომხსენებელმა.

მისი თქმით, შეიარაღებული კონფლიქტისა და ფართოდ გავრცელებული ძალადობის მზარდ რთულ გარემოში,საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის პატივისცემის უზრუნველყოფა სულ უფრო რთული ხდება.

ხომენეს-დამარიმ აღნიშნა, რომ კონფლიქტური სიტუაციები და გლობალური ძალადობა ასევე, შესაძლოა, ბუნებრივი კატასტროფების გამო გამწვავდეს, რაც მოსახლეობის გადაადგილებას იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system