თავში

მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა შიმშილობის ზღვარზეა

მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა შიმშილობის ზღვარზეა
მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა შიმშილობის ზღვარზეა

გაერო-ს ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე თვეში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას შიმშილობა ემუქრება.

იემენსა და სამხრეთ სუდანში უკვე შიმშილობს უამრავი ოჯახი. ამის შესახებ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და მსოფლიო კვების პროგრამის (WFP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

დაახლოებით 34 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც ძირითადად გამოწვეულია კონფლიქტებით, კლიმატური შოკებით და კორონავირუსის პანდემიით.

ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ ნიგერია, იემენი და სამხრეთ სუდანი იმ ქვეყნების სიის სათავეში არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრება "კატასტროფა". ამასთან, მოხსენებაში იდენტიფიცირებული ცხელი წერტილების უმეტესობა აფრიკაშია, მაგრამ არიან ქვეყნები სხვა რეგიონებიდანაც, მაგალითად, ავღანეთი, სირია, ლიბანი - აზიიდან და ჰაიტი ლათინური ამერიკიდან.

”ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ სწრაფად, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე , ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ საარსებო წყარო და თავიდან ავირიდოთ ის საშინელი მომავალი,” - განაცხადა FAO-ს გენერალურმა დირექტორმა კუ დონგიუმ.

მისი თქმით, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სამი რამაა საჭირო. შეჩერდეს დაპირისპირებები, მოხდეს სოციალურად დაუცველთა ხელშეწყობა და გაიზარდოს შემოწირულობები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system