თავში

მსოფლიოში COVID-19-ის 839 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში COVID-19-ის 839 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში COVID-19-ის 839 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 155 მილიონს გადააჭარბა. გასული დღე=ღამის განმავლობაში COVID-19-ით 839 695 ადამიანი დაინფიცირდა. 

კორონავირუსის პანდემიას სულ 3.25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 289 გასული 24 საათის განმავლობაში. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევათა ნახევარზე მეტი  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში (435 415) დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა  (195 918), მესამეზე კი - ევროპა (143 036).

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ იკავებს - 32 210 817 ინფიცირებული. ამას მოსდევს ინდოეთი (21 491 598), ბრაზილია (14 930 183), საფრანგეთი (5 637 714), თურქეთი (4 977 982), რუსეთი. (4 863 514), დიდი ბრიტანეთი (4 428 557), იტალია (4 082 198), ესპანეთი (3 559 222), გერმანია (3 491 988), არგენტინა (3 071 496) და კოლუმბია (2 934 611). დაღუპულები ყველაზე მეტია აშშ – ში - 573,722, მეორე ადგილზეა ბრაზილია (414,399), მესამეზე - ინდოეთი (234,083). ამას მოსდევს მექსიკა (218,007), დიდი ბრიტანეთი (127,583), იტალია (122,263), რუსეთი (112,622), საფრანგეთი (105,133), გერმანია (84,410), ესპანეთი (78,726), კოლუმბია (76,015) და ირანი (73 906) .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system