თავში

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 80 ათასს აჭარბებს

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 80 ათასს აჭარბებს
მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 80 ათასს აჭარბებს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის ინფექციას 81,249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 6,595 პირი დაიღუპა გასული დღე-ღამის განმავლობაში. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში კიდევ 68,732-ით გაიზარდა, შედეგად დაავადებულთა საერთო რიცხვი 1,4 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის ინფექციით დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა იტალია, სადაც დაავადებას 17,127 პირი ემსხვერპლა. 13,897 პაციენტი გარდაიცვალა იტალიაში, აშშ-ში - 12,400, საფრანგეთში - 10,328, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 6,159.

ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 388,757-ს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენბით მეორე ადგილზეა ესპანეთი - 140,511 პაციენტი, შემდეგზე იტალია - 135,586, საფრანგეთი - 109,069 და გერმანია - 107,458.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 3 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system