თავში

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით ამ დროისთვის COVID-19-ის 3,008,196 შემთხვევაა დადასტურებული.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, COVID-19-ით გამოწვეულ გართულებებს 207,361 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 884,582-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system