თავში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,5 მილიონს გადააჭარბა

​მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,5 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კოროანვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 4,5 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები Worldometer-ის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

15 მაისისთვის COVID-19-ით ინფიცირების 4 527 283 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიას 303 418 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპებით პირველ ადგილზე აშშ რჩება. აქ COVID-19-ით 1 457 593 ადამიანი ინფიცირებული. 86 912 გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა ესპანეთი. აქ ინფიცირების 272 646 შემთხვევაა გამოვლენილი, 27 321 ადამიანი გარდაიცვალა.

მესამე ადგილზეა რუსეთი. აქ COVID-19-ით 252 245 ინფიცირებულია, 2 305 გარდაიცვალა. 

ხალი კორონავირუსი 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system