თავში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,8 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,8 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,8 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კოროანვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 4,8 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები Worldometer-ის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

19 მაისისთვის COVID-19-ით ინფიცირების 4,894,233 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიას 320 189 ადამიანი ემსხვერპლა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპებით პირველ ადგილზე აშშ რჩება. აქ COVID-19-ით 1,550,294 ადამიანი ინფიცირებული. 91,981 გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა რუსეთი, აქ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 290 678, გარდაიცვალა 2 722 ადამიანი.

მესამე ადგილზეა ესპანეთი აქ ინფიცირების 278 188 შემთხვევაა გამოვლენილი, 27 709 ადამიანი გარდაიცვალა.

ხალი კორონავირუსი 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები ჩინეთში, კერძოდ ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

ინფექცია ქალაქ ვუჰანიდან სწრაფად გავრცელდა ჩინეთში, ხოლო შემდგომ უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. იანვრის ბოლოს, ეპიდემია უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system