თავში

მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 9 მილიარდზე მეტი დოზაა შეყვანილი

​მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 9 მილიარდზე მეტი დოზაა შეყვანილ
მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 9 მილიარდზე მეტი დოზაა შეყვანილი

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 9 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. მონაცემებს Bloomberg ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, მსოფლიოში დღეში საშუალოდ 39 მილიონი ადამიანი იცრება.

ქვეყნებს შორის ვაქცინაციის კუთხით ჩინეთი ლიდერობს. აქ 2.7 მილიარდი დოზაა შეყვანილი.

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 1.43 მილიარდზე მეტი აცრა გაკეთდა. ევროკავშირში ვაქცინების 735 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 505 მილიონი.

Bloomberg-ის თანახმად, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 70.2 % აიცრა, აშშ-ში 61.9%, ჩინეთში კი - 85.2 %-ზე მეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system