თავში

მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ვინ ვინ არის - ალიევი

​მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ვინ ვინ არის - ალიევი
მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ვინ ვინ არის - ალიევი

მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ დიადი ხალხი ვართ, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში, სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელმა ხალხმა თავისი სიდიადე როგორც ომის დროს, ასევე ომის შემდგომ წლებში გამოავლინა.

"სომხებმა ჩვენი ქალაქები დაანგრიეს. აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ამ მხარეს სტუმრობენ, მას გაოგნებულები ტოვებენ, აქ ჩადენილი ვანდალიზმით შეძრწუნებულნი. შეიძლება ასეთი სიძულვილის გრძნობა? შესაძლებელია თუ არა ამ ხარისხის ბარბაროსობა? ეს ყველაფერი სომხებმა ოკუპაციის დროს გააკეთეს. დაანგრიეს შენობები, გაძარცვეს და საფლავის ქვებიც კი სომხეთში წაიღეს. ომის დროს ჩვენ ომის კანონებს ვიცავდით და ღირსეულად ვიქცეოდით“, - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს. ყარაბაღში კონფლიქტი 2020 წლის 27 სექტემბერს ომში გადაიზარდა. 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი სომხების მიერ ოკუპირებულ ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. კონფლიქტს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. 2020 წლის 8 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის ოკუპაციისგან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. ქალაქის ცენტრში აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშა აღმართეს.10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system