თავში

"მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე" - ილჰამ ალიევი

"მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე" - ილჰამ ალიევი
მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო მზადაა ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასაწყებად. 

როგორც ილჰამ ალიევმა ბრიუსელში, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა, აზერბაიჯანს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა სურს.

"აზერბაიჯანი მშვიდობის, სტაბილურობის და პროგნოზირებადობის მომხრეა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ნებისმიერი ახალი ომის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანისკენ. ამისთვის საუკეთესო გზა არის კომუნიკაციების გახსნა, აქტიური დიალოგის დაწყება, მეზობლობის ხელახლა სწავლა. ჩვენი პოლიტიკა ღიაა და პირდაპირი. იმედი მაქვს, რომ თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე",  – განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system