თავში

NASA-ში ადამიანის მთვარეზე დაშვების თარიღი დაასახელეს

​NASA-ში ადამიანის მთვარეზე დაშვების თარიღი დაასახელეს
NASA-ში ადამიანის მთვარეზე დაშვების თარიღი დაასახელეს

აშშ მთვარეზე ეკიპაჟიან მისიას "2025 წელზე ადრე“ არ გაგზავნის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა განაცხადა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ის აღნიშნავს, რომ გასულ კვირას NASA-მ მოიგო სასამართლო სარჩელი, რომელიც მის წინააღმდეგ ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა შეიტანა. კომპანიამ მას შემდეგ იჩივლა, რაც ილონ მასკის SpaceX-ის დაშვების მოდულზე კონტრაქტი დაკარგა.

"სასამართლო დავაზე ჩვენ შვიდი თვე დავკარგეთ და ამან, სავარაუდოდ, გამოიწვია ის, რომ ადამიანის პირველი დაშვება 2025 წლამდე ვერ მოხდება", - განაცხადა ნელსონმა.

ბოლოს ადამიანები მთვარეზე 1972 წელს ამერიკული მისია Apollo 17-ის დროს დაეშვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system