თავში

NATO არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობებს განიხილავს

​NATO არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობებს განიხილავს
NATO არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობებს განიხილავს

არქტიკაში რუსეთის სამხედრო აქტივობების გაძლიერების საკითხს NATO-ს ივნისის სამიტზე განიხილავენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. ინფორმაციას Redaktionsnetzwerk Deutschland ავრცელებს.

NATO-ს წარმომადგენლის თქმით მოსკოვი არქტიკაში სამხედრო პოტენციალს გამალებით აძლიერებს და ეს ყველაზე დიდი აქტივობაა ცივი ომის პერიოდიდან დღემდე. რუსეთმა ჩრდილოეთის ფლოტის მნიშვნელოვანი მოდერნიზება მოახდინა. მათ შორის არის ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა უპილოტო აპარატი "პოსეიდონი", ახალი სარადიოლოკაციო მოწყობილობები და ასევე ახალი ყინულმჭრელი ფლოტი. მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, არქტიკაში რუსეთის სამხედრო გაძლიერება ალიანსის შეშფოთების საფუძველს იძლევა.

NATO-ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. მასზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმდინარე საკითხები და 2030 წლამდე გეგმა საკითხები განიხილება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system