თავში

NATO რუსეთს მოუწოდებს შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს

NATO რუსეთს მოუწოდებს შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს
NATO რუსეთს მოუწოდებს შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს

რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განცხადებას ავრცელებს. NATO  რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს.

„მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისუფალი წვდომა აზოვის ზღვაში უკრაინის პორტებთან და თავისუფალი ნავიგაცია. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა ნახევარკუნძულზე და მის გარეშემო. რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვის მილიტარიზაციის გაგრძელება არის უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მუქარის გაგრძელება და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია NATO-ს განცხადებაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system