თავში

NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება

​NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება
NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახურში განაცხადეს.

"NATO-ს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების შეხვედრა 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში, ბელგიაში გაიმართება. სხდომას NATO-ს გენერალური მდივანი წაუძღვება. შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში შედგება", - განაცხადეს ალიანსში.

გავრცელებული ცნობით, სამიტზე მსჯელობის მთავარი თემა რუსული აგრესია, ტერორიზმის საფრთხეები, კიბერთავდასხმები, ახალი დამანგრეველი ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილებების გავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის მზარდი პოტენციალი იქნება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტი 2019 წლის დეკემბერში ლონდონში შედგა. 2020 წელს სამიტი კორონაპანდემიის გამო ვერ გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system