თავში

NATO-ს სამხედრო კომიტეტი სხდომას 12-13 იანვარს გამართავს

​NATO-ს სამხედრო კომიტეტი სხდომას 12-13 იანვარს გამართავს
NATO-ს სამხედრო კომიტეტი სხდომას 12-13 იანვარს გამართავს

NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების გენერალური შტაბის უფროსები დაესწრებიან, ბრიუსელში 12-13 იანვარს გაიმართება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, ცალკე შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის გენერალური შტაბების უფროსებთან გაიმართება.

"სამხედრო კომიტეტი სხდომას სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, ადმირალ რობ ბაუერის თავმჯდომარეობით 2022 წლის 12-13 იანვარს ბრიუსელში გამართავს“, - ნათქვამია ტექსტში.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო კომიტეტი განიხილავს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის NATO-ს მისიებს ერაყსა და კოსოვოში, ასევე მისიის შედეგებს ავღანეთში.

"შეხვედრის მონაწილეები უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად ამ ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებს, ასევე სამხედრო რეფორმების პროცესს განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system