თავში

ნიუ-იორკმა ეპიდემიის პიკს მიაღწია

ნიუ-იორკმა ეპიდემიის პიკს მიაღწია
ნიუ-იორკმა ეპიდემიის  პიკს მიაღწია

ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობამცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია CNN ავრცელებს.

კუომოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ინფიცირებულ პირთა რაოდენობა მაინც მაღალია, ინფიცირების შემთხვევები წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

"გასულ ღამეს ინფიცირების 1,600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაჩვენებელი მაინც მაღალია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეპიდემიის მწვერვალზე ვიმყოფებით", - განაცხადა ენდრიუ კუომომ ტრადიციულ ბრიფინგზე.

აშშ დღეს ყველაზე მეტად დაზარალებულია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი შემთხვევები სწორედ ნიუ-იორკში ფიქსირდება. შტატში ვირუსის გავრცელების 196,146 და გარდაცვალების 10,058 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system