თავში

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების თარიღი ცნობილია

​ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების თარიღი ცნობილია
ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების თარიღი ცნობილია

2021 წლის ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს ოსლოში, ჩვეულ, დასწრებულ რეჟიმში გაიმართება, მოსალოდნელია ლაურეატების პირადი დასწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ავრცელებს.

"ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ცერემონია დასწრებულ ფორმატში ჩატარდება და ოსლოს საქალაქო საბჭოში 10 დეკემბერს გაიმართება", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პირველად 1901 წელს გაიცა. იყო წლები, როდესაც ამ კატეგორიაში გამარჯვებული არ ცხადდებოდა, ბოლოს ეს 1972 წელს მოხდა. მიზეზი იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები, კომიტეტის წევრებს შორის წინააღმდეგობები და „ღირსეული კანდიდატების ნაკლებობა“.

2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში "ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვსა და ფილიპინური წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტს მარია რესას გადაეცა. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა.

ნობელის კომიტეტმა აღნიშნა პრემია მათ გადაეცა "აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევებისთვის, რაც დემოკრატიისა და მდგრადი მშვიდობის საწინდარია".

ნობელის პრემიის ლაურეატები 4-დან 11 ოქტომბრამდე გამოცხადდნენ, ჯილდოების გადაცემა კი 10 დეკემბერს, ნობელის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს იმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system