თავში

ოსლოს მერი საკუთარი ხელფასის შემცირებას ითხოვს

ოსლოს მერი საკუთარი ხელფასის შემცირებას ითხოვს
ოსლოს მერი საკუთარი ხელფასის შემცირებას ითხოვს

ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს მერი ფიქრობს, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, მათ შორის მისიც. 

როგორც გამოცემა Norway Today წერს, მარიან ბორგენს ხელფასების შემცირება სურს და ანაზღაურების ახალი სისტემის შემოღების მომხრეა. 

"ჩემი ხელფასი ძალიან მაღალია, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემცირება ძალიან კარგი იქნებოდა, მაინც საკმარისად კარგი შემოსავალი დამრჩება" - განაცხადა მარიან ბორგენმა.

ოსლოს მერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსია. მისი წლიური ხელფასი 1.4 მილიონ ნორვეგიულ კრონზე მეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system