თავში

პაკისტანში შახტის ჩამონგრევას 8 მუშა ემსხვერპლა

პაკისტანში შახტის ჩამონგრევას 8 მუშა ემსხვერპლა
პაკისტანში შახტის ჩამონგრევას 8 მუშა ემსხვერპლა

პაკისტანში, ბუნერის რაიონში მდებარე მარმარილოს შახტაში რვა მუშა დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა.მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია Samaa იუწყება.

Samaa-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარმარილოს შახტა, სადაც ინციდენტი მოხდა დიდიხანია აღარ ფუნქციონირებს, მუშები შემთხვევის ადგილას ახლოს მდებარე შახტიდან შესვენებაზე მივიდნენ, რათა ესადილათ. კლდის ჩამონგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, რამდენიმე მუშა კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. მათი გადარჩენის მიზნით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს.

როგორც პაკისტანური ბეჭდვითი მედია TNN იუწყება, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან დაზარალებულთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system