თავში

პარიზის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა - VIDEO

პარიზის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
პარიზის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა - VIDEO

პარიზის პოლიციამ პალესტინის მხარდასაჭერი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში პალესტინის მხარდასაჭერად რამდენიმე ათეული დემონსტრანტი პალესტინის დროშებითა და პლაკატებით შეიკრიბა.

დემონსტრაციის დაწყებამდე პოლიციის სპეცტექნიკა მომიტინგეების შეკრების ადგილას მიიყვანა.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

პალესტინის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 139-მდე ადამიანი დაიღუპა, 950-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 39 ბავშვი და 22 ქალია.

შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის მხრიდანაც. დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system