თავში

პარიზში გამართული აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - VIDEO

პარიზში გამართული აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენ
პარიზში გამართული აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - VIDEO

პარიზის ქუჩებში გამართული ანტისამთავრობო  "ყვითელი ჟილეტის" აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციის განცხადებით დაკავებულია 32 ადამიანი.

აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ. 

საფრანგეთის დედაქალაქში 45 დღეა, შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

ადგილობრივი მაუწყებლის Franceinfo-ს განცხადებით ხანძარია აღმოსავლეთ სარკინიგზო სადგურზე, ჩამტვრეულია ფანჯრები, იწვის გარ დე ლიონის მიმდებარე ტერიტორია. 

"ყვითელი ჟილეტის" მოძრაობა აქციებს 2018 წლიდან მართავს, თუმცა ბოლო პერიოდში აქციის მონაწილილეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც პრეზიდენტ მაკრონის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმებით არის გამოწვეული. კრიტიკოსების განცხადებით, აღნიშნული რეფორმები მოსახელეობას აიძულებს იმუშაონ უფრო მეტი დროით, ნაკლები პენსიის სანაცვლოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system