თავში

პლასიდო დომინგო სექსუალური შევიწროების ბრალდებების შემდეგ მეტროპოლიტენ ოპერას ტოვებს

პლასიდო დომინგო სექსუალური შევიწროების
პლასიდო დომინგო სექსუალური შევიწროების ბრალდებების შემდეგ მეტროპოლიტენ ოპერას ტოვებს

მეტროპოლიტენ ოპერა ტენორ პლასიდო დომინგოსთან თანამშრომლობას წყვეტს მას შემდეგ, რაც ის რამდენიმე ქალის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს.
78 წლის დომინგოს ვერდის "მაკბეტში" მთავარი როლი უნდა ეთამაშა. პრემიერა დღეს საღამოს იმართება, მაგრამ მომღერალმა, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, განაცხადა, რომ ოპერასთან 51 წლიან თანამშრომლობას წყვეტს. ბრალდებების შემდეგ მასთან კონტრაქტი სხვა კომპანიებმაც შეწყვიტეს.

მეტროპოლიტენ ოპერა განცხადებას ავრცელებს სადაც წერს, რომ მომღერალს აუწყეს, რომ ის ყველა შემდგომში დაგეგმილ როლს გამოტოვებდა. მათი თქმით, რომ ამ სკანდალის შემდეგ მისთვის ასე იქნებოდა უკეთესი. 

ოპერის ადმინისტრაციას სხვა კომენტარი, ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

პლასიდო დომინგო სექს-სკანდალშია გახვეული. ლეგენდარული ტენორი სექსუალურ შევიწროებასა და არასათანადო საქციელში 20-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა.

ქალები, რომელთა შორის მეცო-სოპრანო, პატრიცია ვულფი და მომღერალი ანჯელა ტერნერ უილსონიც არიან, აცხადებენ, რომ მომღერალი მათ 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა.

უილსონი აცხადებს, რომ 28 წლის ასაკში ვაშინგტონის ოპერაში თამაშობდა. ერთ საღამოს, სცენაზე გასვლამდე, მას დომინგო მიუახლოვდა, ხალათის ქვეშ ხელი შეყო და მკერდზე ფათური დაუწყო. ანჯელას თქმით, ეს ინციდენტი უკიდურესად ამაზრზენი და მტკივნეული იყო.

თავად დომინგო ბრალდებებს უარყოფს. მისი პრესს-მდივანი ნენსი სელტცერი აცხადებს, რომ ეს კომპანია მომღერლის დისკრედიტაციას ემსახურება და არა მხოლოდ არაზუსტია, არამედ არაეთიკურიც.

სკანდალიდან მალევე დალასის ოპერამ პლასიდო დომინგოს კონცერტი გააუქმა. მოგვიანებით კი მომღერალმა მეტროპოლიტენ ოპერა დატოვა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system