თავში

პოლიციამ მაო ძედუნის მოპარული ჩანაწერები იპოვა

პოლიციამ მაო ძედუნის მოპარული ჩანაწერები იპოვა
პოლიციამ მაო ძედუნის მოპარული ჩანაწერები იპოვა

ჰონგ-კონგის პოლიციამ, მაო ძედუნის მიერ დაწერილი ნაშრომი, რომელიც ქურდებმა მოიპარეს, ორ ნაწილად გაყოფილი იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გასულ თვეს, ჩინეთში ქურდებმა ცნობილი კოლექციონერის სახლიდან მრავალი ძვირადღირებული ნივთი წაიღეს, მათ შორის მაო ძედუნის ჩანაწერები. მძარცველებმა 516 მილიონი დოლარის ნივთები მოიპარეს.

ნაპოვნი ფურცელი, რომელზეც მაო ძედუნის კალიგრაფიით შესრულებული წარწერებია, 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

აღნიშნული ჩანაწერების მყიდველმა პოლიციის მიერ გასაჯაროებული მიმართვის შესახებ გაიგო და ჩანაწერები პოლიციას დაუბრუნა.

ჰონგ-კონგის პოლიციის თქმით, გაუგებარია თუ ვინ გაყო ფურცლები ორ ნაწილად.

"გულსატკენი იყო იმის დანახვა, რომ ის ორ ნაწილად იყო გაყოფილი", - განაცხადეს პოლიციაში.

მოგვიანებით პოლიციამ 49 წლის მყიდველი დააპატიმრა. მას მოპარული ქონების შეძენაში ედებოდა ბრალი. თუმცა პოლიციამ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პოლიციამ ასევე დააკავა ერთი ქურდობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, მაგრამ დანარჩენი ორი მძარცველი, რომლებიც ცნობილი კოლექციონერის სახლში შეიჭრნენ, კვლავ თავისუფლად დადიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system