თავში

პოლონეთმა საზღვარზე ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა

​პოლონეთმა საზღვარზე ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა
პოლონეთმა საზღვარზე ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა

მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე დაწერა.

„საზღვარზე 12 ათასზე მეტი ადამიანი - ჯარისკაცი მორიგეობს. ჩვენ მზადყოფნის მდგომარეობა ავამაღლეთ. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ პოლონეთის საზღვარი“, - წერს ბლაშჩაკი.

შეგახსენებთ, ასობით მიგრანტი ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის საზღვართან მივიდა.

https://twitter.com/mblaszczak/status/1457650763887480833?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1457650763887480833%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.ukrinform.ru%2Frubric-world%2F3346904-polsa-privela-vojska-na-granice-s-belarusu-v-boevuu-gotovnost.html

ცნობისთვის, პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system