თავში

პოლონეთში 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას "უზურპაცია“ უწოდეს

პოლონეთში 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას "უზურპაცია“ უწოდეს
პოლონეთში 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას უზურპაცია“ უწოდეს

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონმდებლობის ნორმების შეუსრულებლობისთვის პოლონეთის 1 მილიონი ევროთი დაჯარიმების შესახებ არის „უზურპაცია და შანტაჟი“. ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სებასტიან კალეტამ "ტვიტერზე" დაწერა.

მინისტრის თქმით, ევროსასამართლო პოლონეთის კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენებს სრულიად უგულებელყოფს.

"ის თავისი კომპეტენციის მიღმა მოქმედებს და ბოროტად იყენებს ფინანსური ჯარიმებისა და დროებითი ზომების ინსტიტუტს.. ეს არის უზურპაცია და შანტაჟი“, - წერს კალეტა.

ცნობისთვის, მოსამართლეთა დისციპლინური პალატის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

"იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთს არ შეიჩერებია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის კომპეტენციასთან დაკავშირებული დებულებების გამოყენება, პოლონეთს მიესაჯა ევროკომისიის სასარგებლოდ ყოველდღიური ჯარიმის გადახდა ერთი მილიონი ევროს ოდენობით“, - ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system