თავში

პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირებულების გამოვლენისთვის ძაღლებს გამოიყენებენ

​პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირებულების გამოვლენისთვის ძაღლებს
პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირებულების გამოვლენისთვის ძაღლებს გამოიყენებენ

პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირებულები ადამიანის გამოვლენისთვის სამსახურებრივ ძაღლებს გამოიყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"პირველად, პოლონეთში მეძებარი ძაღლები მათ მწვრთნელებთან ერთად 8-კვირიან კურსს გაივლიან, რომლის მიზანი აეროპორტებში COVID-19-ით დაავადებული პაციენტების გამოვლენა იქნება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ძაღლების მომზადებას ზედამხედველობას ვროცლავის უნივერსიტეტის მეცნიერები უწევენ. ცხოველებს ავადმყოფი და ჯანმრთელი ადამიანებისგან მიღებული ბიომასალების მეშვეობით, აგრეთვე კორონავირუსისგან ვაქცინირებული და გამოჯანმრთელებული პირების დახმარებით გაწვრთნიან.

პირველ ჯგუფში ლაბრადორის ჯიშის ძაღლები და ერთი ინგლისური კოკერ-სპანიელი შევიდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system