თავში

პუტინმა ზელენსკის უპასუხა

​პუტინმა ზელენსკის უპასუხა
პუტინმა ზელენსკის უპასუხა

თუ უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ურთიერთობების აღდგენა სურს, რუსეთი ამას მხოლოდ მიესალმება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ლიდერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებას შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა ზელენსკი მოსკოვში ნებისმიერ დროს მიიღოს.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონბასის პრობლემის გადასაჭრელად უკრაინის ხელისუფლება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციებს უნდა ესაუბროს, შემდეგ კი უკვე რუსეთს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვედრას კონფლიქტის ადგილას, დონბასის ნებისმიერ წერტილში სთავაზობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system