თავში

რა შეზღუდვებს უწესებს თურქეთი ტურისტებს

​რა შეზღუდვებს უწესებს თურქეთი ტურისტებს
რა შეზღუდვებს უწესებს თურქეთი ტურისტებს

თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ავიაკომპანიებს გარკვეული შეზღუდვების დაწესება უწევთ. მათი შესრულება მოუწევს ყველას, ვისაც თურქეთში ჩასვლა საჰაერო გზით სურს.

ახალი რეგულაციების თანახმად, თვითმფრინავის სალონში მხოლოდ მცირე ზომის ხელჩანთის, პორტფელის, ნოუთბუკის ჩასადების, მუსიკალური ინსტრუმენტისა და მისი ჩასადების, აეროპორტში ნაყიდი სუვენირების ატანა შეუძლიათ. სხვა დანარჩენი ნივთები აუცილებლად უნდა ჩაბარდეს ბარგში.

ამასთან, ავიაკომპანიების ნაწილმა ფრენის დროს კვების სერვისი გააუქმა. მგზავრებს მხოლოდ ბოთლის წყალს მიაწვდიან. ამ ყველაფრის მიზანი ბორტგამცილებლებთან კონტაქტის მინიმიზაციაა.

ამასთან, ბორტზე ასვლამდე ყველა მგზავრს სიცხეს გაუზომავენ. სალონში არ შეუშვებენ იმათ, ვისაც ხველება ან ქოშინი აღენიშნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system