თავში

რამდენ ადამიანს შეუძლია გადასდოს კორონავირუსი ინფიცირებულმა

​რამდენ ადამიანს შეუძლია გადასდოს კორონავირუსი ინფიცირებულმა
რამდენ ადამიანს შეუძლია გადასდოს კორონავირუსი ინფიცირებულმა

კორონავირუსით ერთი დაინფირიცებულმა ადამიანმა COVID-19, საშუალოდ, შეიძლება ორიდან სამ ადამიანს გადასდოს. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელმა, ჩჟუნ ნანშანმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ესაა დაავადების სწრაფი გავრცელების მიზეზი.

"ახლანდელი ეპიდემიის პირობებში, ინფიცირება, შესაძლებელია, უფრო აქტიურად ხდებოდეს, ვიდრე SARS-ის შემთხვევაში, თუკი ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ. ერთმა ინფიცირებულმა, შესაძლოა, კორონავირუსი ორიდან სამ ადამიანს გადასდოს", - აღნიშნა ნანშაინმა.

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულია 78497 ადამიანი. დაიღუპა 2744 და გამოჯანმრთელდა 32495 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system