თავში

რატომ ვერ შეიქმნებოდა კორონავირუსი ხელოვნურად

რატომ ვერ შეიქმნებოდა კორონავირუსი ხელოვნურად
რატომ ვერ შეიქმნებოდა კორონავირუსი ხელოვნურად

ახალი ტიპის კორონავირუსი ხელოვნურად ვერ შეიქმნებოდა. ამის შესახებ ავსტრალიელ ექსპერტებზე დაყრდნობით პორტალი Scimex წერს.

იმუნოლოგი ნაიჯელ მაკმილანი ამბობს, რომ ინფექციის მოსაყვანად მიზანმიმართული მუშაობა უაზროა, რადგან ასეთი ცდის შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია.

"ვირუსის გენეტიკური ცვლილებების აღმოჩენა ღამურებისა და პანგოლინებისგან მიღებული ორი სხვა კორონავირუსის შემთხვევაშია შესაძლებელი და ისინი საწყისი მატარებლები იყვნენ. ლაბორატორიებში არ არსებობს სისტემა, რომელიც რამდენიმე აღმოჩენილი ცვლილების შეტანის შესაძლებლობას მისცემდა", - ამბობს მაკმილანი.

მისი თქმით, ანალიზი აჩვენებს, რომ ვირუსში აღმოჩენილი მუტაციები ბუნებრივი და არა ხელოვნურია. ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი მაუნტ-სინაის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლის, კრისტიან სტივენსის სტატიაში. 

სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტი ედვარდ ჰოლმსი კი თვლის, რომ SARS-CoV-2 ღამურიდან არ წამოსულა. მისი თქმით ამ ვირუსების გენომები ძალიან განსხვავდება იმისთვის, რომ ერთი მეორეს შთამომავალი გახდეს.

"ასეთი კორონავირუსები ძირითადად ველურ ბუნებაში ცხოვრობს და იქ ცოცხალ არსებებში ახალ მსხვერპლს პოულობს. ეს SARS-CoV-2-ის გაჩენის ყველაზე სავარაუდო ახსნაა", - ამბობს ის.

მისი თქმით, ვირუსს უფრო ბუნებრივი წარმომავლობა აქვს.

"SARS-CoV-2-is უახლოესი ნათესავი ღამურის ვირუსი RaTG13 არის, რომელიც ვუჰანის ლაბორატორიაში ინახებოდა. არსებობს დაუდასტურებელი ვარაუდი, რომ ის SARS-CoV-2-ის წყაროა. თუმცა RaTG13-ს ნიმუში ჩინეთის სხვა პროვინციიდან იყო აღებული და არა იქიდან სადაც COVID-19 გაჩნდა. ამასთან გენომური თანმიმდევრობები SARS-CoV-2-სა და RaTG13-ს შორის ევოლუციური ცვლილებების დაახლოებით 50 წლის ექვივალენტურია", - აღნიშნავს ჰოლმსი.

ეპიდემიოლოგი ჰასან ველი კი აღიშნავს, რომ ჯერჯერობით არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ვირუსი ხელოვნურად იყო შექმნილი. 

"ვენ უკვე ვიცით, რომ სხვა კორონავირუსს, როგორც SARS და MERS მანამდე, პანდემიის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ყველა შემთხვევაში ახალი კორონავირუსის გაჩენა, რომელსაც პანდემიის პოტენციალი გააჩნია, მოულოდნელი არ არის", - ამბობს ველი. 

შეგახსენებთ, რომ სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგი ვირუსოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს, განცხადებას იმის შესახებ, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული.

მეცნიერების ნაწილი მონტანიეს აზრს იზიარებს, ნაწილი კი ამას დაუსაბუთებელ ვერსიას უწოდებს და არ იზიარებს.

საკუთარი მოსაზრება კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ნობელის პრემიის კიდევ ერთმა ლაურეატმა, დევიდ ბალტიმორმა გააზიარა. პროფესორი თვლის, რომ ბიოლოგიურად აივ და SARS-CoV-2 ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს განეკუთვნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system