თავში

როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა COVID 19-ის გადატანის შემდეგ

როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა COVID 19-ის გადატანის შემდეგ
როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა COVID 19-ის გადატანის შემდეგ

მას შემდეგ, რაც 13 წლის საჰილ შაჰმა კორონავირუსი გადაიტანა, მას ყნოსვა წაერთვა და მისი აღდგენა ვერც ნევროლოგმა შეძლო და ვერც ოტორინოლარინგოლოგმა. 

თინეიჯერის მშობელმა ნიუ-იორკში სუნამოების ექსპერტს, სიუ ფილიპს მიაკითხა, რომელიც ცნობილ პარფიუმერიის ბრენდებს, ახალი სურნელების შემუშავებაში ეხმარებოდა. სიუს ახლა თავისი კომპანია აქვს. მართალია ის ექიმი არ არის, თუმცა მისმა მეთოდმა გაამართლა და საჰილს 25%-ით დაუბრუნდა ყნოსვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

სიუ ფილიპსის მეთოდი შემდეგში მდგომარეობს. ის 18-მდე ხელოვნურად შექმნილი სურნელის ბუკეტს ქმნის. თავდაპირველად ის მსუბუქ სუნებს იყენებს, ისეთი როგორიცაა ვარდის, ლავანდის და პიტნის. შემდეგ თითოეულ მათგანს პაციენტს ასუნთქებს და თუ ის ვერაფერს იგრძნობს, უფრო მძაფრ სუნებზე გადადის.

სიუს მიზანია პაციენტმა "გონებით სუნთქვა შეძლოს" და გაიხსენოს ის სურნელებები, რომლებსაც ყნოსვის დაკარგვამდე გრძნობდა. ამ მეთოდით, ის ცდილობს დარჩენილი ყნოსვის გამოყენებას, იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს დაკარგულის მცირეოდენი აღდგენა მაინც. 

13 წლის საჰილის მამის თქმით, ამ მეთოდმა გაამართლა. მართალია 100%-ით ყნოსვა ვერ აღდგა, თუმცა სულ არაფერს ჯობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system