თავში

როგორია რეჟისორის მდგომარეობა, რომელსაც ბოლდუინმა ესროლა

როგორია ​რეჟისორის მდგომარეობა, რომელსაც ბოლდუინმა ესროლა
როგორია რეჟისორის მდგომარეობა, რომელსაც ბოლდუინმა ესროლა

რეჟისორი ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ მსახიობი ფრენსის ფიშერი "ტვიტერზე" წერს.

ფიშერი ფილმში მონაწილეობს, რომლის გადაღებებზეც უბედური შემთხვევა მოხდა.

"ჩვენი რეჟისორი ჯოელ სოუსა საავადმყოფოდან გაწერეს", - წერს ფიშერი და სთხოვს მედიას, დაუდასტურებელი ინფორმაციას არ გაავრცელონ.

ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯოელ სოუსა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 42 წლის უკრაინელი ოპერატორია.

დაჭრილია ფილმის რეჟისორი, რომელიც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ცნობილია, რომ პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system