თავში

რომის პაპი: კავკასიის რეგიონიდან საგანგაშო ამბებს ვიღებთ

რომის პაპი: კავკასიის რეგიონიდან საგანგაშო ამბებს ვიღებთ
რომის პაპი: კავკასიის რეგიონიდან საგანგაშო ამბებს ვიღებთ

რომის პაპმა, ფრანცისკე I-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდა. რომის პაპის განცხადებით,  მთიან ყარაბაღში შემქნილი ვითარების მოსაგვარებლად მხარეებმა ყველანაირი მკაცრი ზომები უნდა უარყონ. ამის შესახებ პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.  

"კავკასიიდან საგანგაშო ამბებს ვიღებთ. მე ვლოცულობ ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ და კონფლიქტის მხარეებს მივმართავ, ძმობის აღსადგენად და პრობლემების ძალის გამოყენების გამოყენების გარეშე გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან", - განაცხადა პაპმა.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system